ყველა კითხვას, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და იმედი მაქვს ამ გამოძიების მიმდინარეობისას და სასამართლო პროცესების პარალელურად, გვექნება საშუალება, რომ მოვისმინოთ დეტალები.
მითუმეტეს მოვისმინეთ, რომ ყოფილი პრემიერი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს. ეს ფაქტი ძალიან მძიმეა როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ის (ირაკლი ღარიბაშვილი) უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვას, რომ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, იმისთვის რომ სრულიად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს მთელი ის პროცესი, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით წარმართავენ ძალოვანი სტრუქტურები.





