ირაკლი ღარიბაშვილის საქმე

ქადაგიშვილი ღარიბაშვილის საქმეზე: მოდით, დავარქვათ რევოლუცია კორუფციის აღმოფხვრის მიზნით

მძიმე არის ბრალდება. მძიმეა, თვითონ ადამიანური კუთხით, მეტსაც გეტყვით, პოლიტიკური კუთხითაც ძალიან მძიმეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საკითხს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ, 

[...] ამიტომ, მოდით ამას დავარქვათ ერთგვარი რევოლუცია, რომელსაც სახელმწიფო და ხელისუფლება ახორციელებს, რათა საქართველოში არა მარტო კორუფციასთან და კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ზოგადად, თვითონ ქვეყნის მართვა, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იყოს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე აყვანილი და უმაღლეს თანამდებობის პირიდან დაწყებული, ქვემოთ მდგომი თანამდებობის პირებისთვის კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები ძირფესვიანად იყოს აღმოფხვრილი.

როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენი მიზანი არ არის ვიყოთ ოცეულში, არამედ ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიო ლიდერების სამეულში ვიყოთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ყველა დონეზე ხდება კორუფციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა IPN-ის ცნოით.  

კომენტარები