რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: ინდოელი ნავთობგადამამუშავებლები რუსული ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას გეგმავენ

ინფორმირებული წყაროები Reuters-ს უყვებიან, რომ ინდოელი ნავთობგადამამუშავებლები რუსული ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას აპირებენ, რათა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ აშშ-ს ახალ სანქციებს დაემორჩილონ.

საკითხთან ახლოს მყოფი წყაროების თქმით, კერძო კომპანია Reliance Industries, რომელიც ინდოეთში რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველია, რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებას ან სრულ შეწყვეტას გეგმავს. ინდური კომპანია რუსულ Rosneft-თან არსებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვების შეჩერებასაც აპირებს.

საკითხთან უშუალო კავშირში მყოფმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლები - Indian Oil Corp, Bharat Petroleum Corp და Hindustan Petroleum Corp - ასევე განიხილავენ თავიანთ სავაჭრო დოკუმენტებს რუსეთის ნავთობთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდნენ, რომ სანქცირებული კომპანიებისგან მიწოდება აღარ განხორციელდება.

ცნობისთვის, აშშ-მ რუსეთის უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიებს, Rosneft-სა და Lukoil-ს, სანქციები დაუწესა.

Reuters ასევე წერს, რომ მოსკოვის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ინდოეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველი გახდა.

ინდოეთს აშშ-ს მხირდან 50%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული - ამ ტარიფების ნახევარი კი რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ.

კომენტარები