თაღლითობა

გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები, დაეუფლნენ $148 042-ს – შსს-მ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს.  

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში 148 042 აშშ დოლარს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები