რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შვედეთმა და უკრაინამ მოაწერეს ხელი, რაც უკრაინაში 150-მდე Gripen-ის ექსპორტს შეუწყობს ხელს

კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შვედეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. კრისტერსონის თქმით, შეთანხმება უკრაინაში 100-დან 150-მდე Gripen E-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ექსპორტს შეუწყობს ხელს. 

"კარგად ვიაზრებთ, რომ წინ გრძელი გზა გველოდება. თუმცა, დღეიდან ჩვენ უკრაინისთვის დიდი რაოდენობით Gripen-ის გამანადგურებლების მიწოდების ყველა შესაძლებლობას შევისწავლით" – თქვა კრისტერსონმა. 

ორი ქვეყნის ლიდერებმა განზრახვის წერილს 22 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შვედეთში ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში ავიაგამანადგურებლების ექსპორტის შესაძლებლობაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

"დავიწყეთ მუშაობა უკრაინისთვის Gripens-ის [ავიაგამანადგრუბლების] მისაღებად და მოლოდინი არსებობს, რომ სამომავლო კონტრაქტები საშუალებას მოგვცემს, შევიძინოთ სულ მცირე 100 გამანადგურებელი" – ამბობს ზელენსკი. 

კომენტარები