შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე გააძევა - ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, კანადის, კოტ-დიუარის და რუმინეთის. ასევე, მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება" - ნათქვამია განცხადებაში.





