გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ვალ-დ'უაზის დეპარტამენტში ძლიერმა ქარმა სამი ამწე გადააყირავა, რომელთაგანაც ერთ-ერთი სამედიცინო-საგანმანათლებლო ინსტიტუტს დაეცა.
Le Parisien-ის ცნობით, პრეფექტურამ დაადასტურა, რომ ტორნადოს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ოთხი პირი სერიოზულად დაშავდა.
გავრცელებული ცნობებით, ქარიშხლის შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, ობონი, ფრანკონვილი და, განსაკუთრებით, ერმონი. ქარიშხალი ვალ-დ'უაზის დეპარტამენტს თავს 20 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 17:45 საათზე, დაატყდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ძლიერი ქარიშხლის ამსახველი ვიდეოც, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყირავებს ქარი სამ ამწეს:





