საქართველო-აშშ

ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს სურვილი ამერიკასთან ურთიერთობების გაჯანსაღების

საქართველოს პოზიციები ცხადია, ღიად დაფისიქრებულია არაერთხელ, მათ შორის ძალიან სწრაფად როდესაც პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციმ დაიწყო არჩევნების შემდეგ ფუნქციონირება, ძალიან სწრაფად გაკეთდა ასეთი საჯარო კომუნიკაცია ქართული მხრიდან, რომ ჩვენ სხვაგვარად ვხედავთ ჩვენს ურთიერთობებს, გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა და ეს პარტნირობა უნდა იყოს გარკვეულ შინაარსით შევსებული და ძალიან ვწუხვართ იმაზე, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მივიდა იქ, სადაც მივიდა და, რა თქმა უნდა, სურვილი ამ ურთიერთობების გაჯანსაღების, პოზიტიურ კონტექსტში გადატვირთვის, საქართველოს აქვს და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, რომ ეს  ურთიერთობები ამ მიმართულებით წავიდეს.

თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პერიოდიც ასევე დატვირთული იყო საკმაოდ მძიმე რიტორიკით, რაც გვესმოდა, შეიძლება არა სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე, შეიძლება არა უმაღლეს დონეზე... შეიძლება სხვა დონეზე, სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ გარკვეული, ასე ვთქვათ, ქართული საზოგადოების შეშფოთების მცდელობები ჩვენ ვიხილეთ - იყო იგივე მეგობარი აქტის განხილვის პროცესი და ამასთან დაკავშირებული განცხადებები, საკმაოდ აქტიური უილსონის სოციალური კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ მეგობარი აქტი აღარ არის აქტუალური და მეგობარ აქტს სახელი ჰქვია ასეთი, თუმცა არაერთხელ გვითქვამს, რომ ამას არაფერი აქვს საერთო მეგობრობასთან და ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების საფუძველი. ეს თემა ამ ეტაპზე დახურულია, ჩვენ როგორც ვხედავთ, ეს აქტი არ განიხილება, არც მცდელობები, რაც იყო ამ აქტის სხვადასხვა აქტში გადატანის და სხვადასხვა გზით შემოპარების, იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო რაიმე ფორმით მიღებული, ეს ამ წუთას არ განიხილება და არ ჩანს, რომ ახლო მომავალში მსგავსი ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველია გვქონდეს გარკვეული სიცხადე იმ ინტერესებთან დაკავშირებით, რაც იქნებოდა ვაშინგტონიდან საქართველოსთან ურთიერთობაში.

ამბობს ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სამთავრობო პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები