აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის განცხადებით, მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ელაპარაკა და ხაზი გაუსვა აშშ-სა და რუსეთს შორის მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, რათა რუსეთ-უკრაინის ომი გრძელვადიანად მოგვარდეს.
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ელაპარაკა, რათა განეხილათ მომდევნო ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის 16 ოქტომბერს გამართული ზარის შემდეგ," განაცხადა აშშ-ს სახდეპის სპიკერის მოადგილემ, ტომი პიგოტმა.
"მდივანმა ხაზი გაუსვა მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის, რათა ითანამშრომლონ რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანად გადაწყვეტის მისაღწევად, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად." - დაამატა მან.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუბიომ და ლავროვმა განიხილეს შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები, რათა სისრულეში მოიყვანონ 16 ოქტომბერს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო ზარით მიღწეული ურთიერთგაგებები.





