აქტივისტი თემო სარალიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სარალიძის და და მამა ავრცელებენ.
"უფორმო პოლიციამ წაიყვანა, 2 დღე სადარბაზოსთან იყვნენ და დღეს დილით სამსახურში რომ მიდიოდა, მაშინ აიყვანეს [...]
როცა პოლიციამ გააჩერა, პირბადე ყელზე ეკეთა, ჩხრეკის ოქმშიც ეს წერია. ჩხრეკის ოქმი გამოუწერეს". - წერს სარალიძის და, თეონა სარალიძე ჯგუფ "დაიტოვეში".
თემო სარალიძის მამის თქმით, მისი შვილი პოლიციამ რუსთაველზე შაბათს, 18 ოქტომბერს გააჩერა - მისივე განცხადებით, იმ დროს, თემოს პირბადე ყელზე ეკეთა.
სავარაუდოდ, საქმე აქციაზე ნიღბით სახის დაფარვას ეხება.





