აშშ-ს რამდენიმე ქალაქში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქციები დაიწყო, სლოგანით "არა მეფეებს".
პოლიციის ცნობით, ნიუ-იორკში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიებისთვის 20 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ტაიმზ-სკვერთან. ასევე მასშტაბური აქციებია ვაშინგტონში, ატლანტასა და ბოსტონში.
მემარცხენე ჯგუფებისგან შემდგარი მოძრაობა "არა მეფეების" ორგანიზებით მსგავსი დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით ივნისშიც გაიმართა, რის ფარგლებშიც აშშ-ში ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა გასაპროტესტებლად.





