ივანიშვილის წარმომადგენლის, გია ვოლსკის თქმით, "შესაძლოა მე-12, კლასის მოსწავლეებისთვის შეიქმნას "სპეციალიზებული სკოლები", რომლებიც ასევე ვოლსკის თქმით, "მოემსახურება ახალგაზრდებს შორის, შრომით ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას".
ასევე, როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა განაცხადა, აღნიშნული რეფორმა მოსწავლეებისთვის ასევე იქნება "საშუალება სკოლის დამთავრებისთანავე, პირველივე კურსიდან საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა"
"პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც ჩადებული იყო პრინციპი, რომ საქართველოში უნდა იყოს ხარისხიანი სწავლა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ყოფნას, დამაგრებას და შრომით ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოემსახურება - ასეთი განათლება გვინდა.
რაც შეეხება თემას, რომელიც გულისხმობს მე-12 კლასის დამთავრების აუცილებლობას, მე-12 კლასი ფორმალურად, მხოლოდ იმისთვის არის შემოღებული, რომ სკოლის დამთავრებისთანავე, პირველივე კურსიდან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება იყოს.
ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, რომ თემებზე განხილვა გავაგრძელოთ - შესაძლოა, შეიქმნას სპეციალიზებული სკოლები, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ მიმართულებაზე.
ასე რომ, საკითხებზე მსჯელობა არ დამთავრებულა, მსჯელობა გაგრძელდება და ალბათ, ექსპერტები უფრო კარგად მოგახსენებენ ვიდრე მე". - თქვა ვოლსკიმ IPN-ის ცნობით.





