უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ჩავიდა და 17 ოქტომბერს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა ვაშინგტონის დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათი) გაიმართება და პრესისთვის დახურული იქნება. ხოლო შეხვედრის შემდეგ ტრამპი ფლორიდისკენ გაემგზავრება.
მედიაში გავრცელებული ცნობებისა და პრეზიდენტების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინისთვის Tomahawk-ების შესაძლო გადაცემისა და უკრაინის საჰაერო დაცვის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.
გამოცემა Axios-თან ინტერვიუში ზელენსკის აპარატის უფროსმა, ანდრიი იერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ტრამპთან შეხვედრას მოჰყვება მკაფიო ნაბიჯები აშშ-ს მხრიდან იმის შესახებ, თუ უკრაინისთვის რა ტიპის შეიარაღების სისტემების მიწოდებისთვის არის მზად ვაშინგტონი.
თუმცა, მაშინ, როცა ზელენსკის თვითმფრინავი ვაშინგტონისკენ მიფრინავდა, ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან ორსაათ-ნახევრიანი "პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი გამართა და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში პუტინთან შეხვედრაზე შეთანხმდა.
Axios წერს, რომ ტრამპის განცხადება უნგრეთში პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ზელენსკის გუნდისთვის მოულოდნელი იყო.





