დილით შსს-მ საპროტესტო აქციების რამდენიმე მონაწილე დააკავა. ბრალდება ჯერჯერობით უცნობია.
მოქალაქე ამბობს, რომ მისი ბიძაშვილი სიმონ მახარაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს.
"ავტომატებით შემომივარდნენ სახლში... მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატები დაადეს, ძაღლებს მოგიკლავთო, კნუტებსაც დაგიხოცავთო, ეს ხალხი არ არის. 4 წლის ბავშვი შეშინებული იყო, ავტომატი დაადეს თავზე, მე არაო - ბავშვი იძახის, ამნაირი ქვეყანა გინდათ? ერთი ადამიანის დაკავებლად ტერორისტია? იცოდნენ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ და ამხელა რეიდი და სპეცოპერაცია ჩაატარა" - ამბობს მოქალაქე.
აქტივისტების ცნობით, ასევე დააკავეს აქციების მონაწილე მარიამ მეყანწიშვილი, დავით ღურწკაია, დავით გიუნაშვილი და გიორგი ტალახაძე.





