რუსული რეჟიმი

ამორი: 1 000-დან 2 000-მდე ქართველ თანამდებობის პირს უვიზო მიმოსვლა უნდა შეუჩერდეს

ესპანელი ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროკომისიას მოუწოდა, 1000-დან 2000-მდე ქართველ თანამდებობის პირს და მათ ოჯახის წევრებს უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩეროს.

ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ისაუბრა, რომელიც კოლეგებთან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ 100 ადამიანზე. ვსაუბრობთ 1 000-დან 2 000 ინდივიდზე, რომლებიც საქართველოში ძალაუფლების სათავეში არიან. მათ უნდა დაუწესდეთ რეალური სანქციები". - თქვა სანჩესმა.

ამასთან, ნაჩო სანჩეს ამორმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს შეადარა და აღნიშნა, რომ "ის, რაც სხვა ქვეყნებში ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა, აქ სულ რაღაც 2.5 წელიწადში მოხდა".

გარდა ამისა, ამორმა ასევე გააკრიტიკა მმართველი პარტიის კონტროლი მედიაზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მოუწოდა ევროკომისიას აქტიურად გამოიყენოს ევროკავშირის თანხებთან დაკავშირებული პირობითობის მექანიზმი.

კომენტარები