ბუნებრივი კატასტროფა მექსიკაში

მექსიკაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის მთავრობამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ რამდენიმედღიან უხვ ნალექსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 44 ადამიანი ემსხვერპლა. 

ტროპიკულმა ქარიშხლებმა, პრისცილამ და რეიმონდმა წყალდიდობები 5 შტატში გამოიწვიეს. 

მთავრობის განცხადების მიხედვით, 18 ადამიანი ვერაკრუსის შტატში, იდალგოს შტატში -16, ხოლო დანარჩენები პუებლასა და კერეტაროში დაიღუპნენ.

ქვეყნის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად 139 დაზარალებული ქალაქის დასახმარებელი გეგმის შედგენაზე მუშაობს. 

კომენტარები