აშშ-ჩინეთი

ტრამპი: 1-ელი ნოემბრიდან აშშ ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100%-იან ტარიფს დააწესებს

ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა სავაჭრო საკითხებში უკიდურესად აგრესიული პოზიცია დაიკავა, მსოფლიოს უკიდურესად მტრული წერილი გაუგზავნა, რომელშიც განაცხადა, რომ 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან პრაქტიკულად ყველა პროდუქციაზე, რომელსაც თავად აწარმოებს და იმ პროდუქტებზე, რომელსაც თავად არც კი აწარმოებს, ფართომასშტაბიან ექსპორტის კონტროლს დააწესებს.

ეს ეხება ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე და ცხადია, ეს გეგმა მათ მიერ წლების წინ იყო შემუშავებული. მსგავსი რამ საერთაშორისო ვაჭრობაში აბსოლუტურად გაუგონარია და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით მორალური სირცხვილია.

იმ ფაქტის საფუძველზე, რომ ჩინეთმა ასეთი უპრეცედენტო პოზიცია დაიკავა და მხოლოდ აშშ-ს სახელით, სხვა ქვეყნების გარეშე, რომელსაც მსგავსად დაემუქრნენ, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან (ან უფრო ადრე, ჩინეთის შემდგომი ქმედებებისა თუ ცვლილებების გათვალისწინებით), ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის წინააღმდეგ 100%-იან ტარიფს დააწესებს, იმ ტარიფებზე ზემოდან, რასაც ის ამჟამად იხდის. აგრეთვე, 1-ელ ნოემბერს ყველა კრიტიკულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ექსპორტის კონტროლი დაწესდება.

კომენტარები