10 ოქტომბერს აშშ-ს პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გუნდთან მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ 8 უკრაინელი ბავშვი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდა.
აშშ-ს პირველმა ლედიმ ასევე თქვა, რომ პუტინმა მის მიერ აგვისტოში გაგზავნილ წერილს უპასუხა და ამის შემდეგ უკრაინელი ბავშვების ბავშვების კეთილდღეობის საკითხზე მათ შორის "ღია საკომუნიკაციო არხი" ჩამოყალიბდა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან ამ ომში ჩართული ყველა ადამიანის სასარგებლოდ ვითანამშრომლებთ" - განაცხადა მან.
ცნობისთვის, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინას რუსეთის მიერ 19 500-ზე მეტი მოტაცებული ან რუსეთში იძულებით გადაყვანილი ბავშვი ჰყავს იდენტიფიცირებული, რომელთაგან მხოლოდ 1 480-ის დაბრუნება შეძლეს - ხელისუფლების ვარაუდით, რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია, უკრაინის ომბუდსმენის მონაცმებით, საოკუპაციო ძალებს 150 000-მდე ბავშვი ჰყავთ გატაცებული.





