ECHR

ECHR-მა 2008 წლის ომის დროს ნიდერლანდელი ოპერატორის მკვლელობის საქმეზე რუსეთი დააჯარიმა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნიდერლანდელი ოპერატორის, სტანისლაუს სტორიმანსის მკვლელობის საქმეზე რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სარჩელი ECHR-ში გორში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლული ოპერატორის ოჯახის წევრებმა და მისმა კოლეგებმა წარადგინეს, რომლებიც მასთან ერთად დაშავდნენ.

მომჩივნები რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, თუმცა სასამართლომ მხოლოდ მე-2, სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. კერძოდ, სასამართომ დაადგინა, რომ რუსეთმა გამოძიების არასათანადო ჩატარებით კონვენციის მეორე მუხლის პროცედურული ასპექტი დაარღვია.

სასამართლომ რუსეთს ყველა დაზარალებული პირისათვის, კერძოდ, მოკლული ოპერატორის ოჯახისთვისა და დაზარალებული ჟურნალისტებისთვის, 10 000 ევროს ოდნების კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

კომენტარები