აშშ-საქართველო

კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა გვინდა, ჯერჯერობით დუმილია

ჩვენ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა გვინდა და ჯერჯერობით არის დუმილი. ჩვენი მთავარი წუხილი ესაა. ამ წუხილზე ჩვენ ამერიკულ მხარესთან მუდმივად ვსაუბრობთ. შეიძლება, გარკვეული წუხილები მათაც ჰქონდეთ და ბუნებრივია, ამაზეც ისაუბრებენ.

წინა ადმინისტრაციის პერიოდისგან განსხვავებით, კარგი რაც არის, ახალ მოცემულობაში არცერთი დაძაბული შეხვედრა აღარ ყოფილა. ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად ვართ. მთავარია, ოღონდ ვინმემ დაგვანახოს, რომ როგორც მტერს ისე არ გვიყურებენ. ეს მინიმალური მოთხოვნაა. 

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები