საქართველოში არ არსებობს მშვიდობიანი აქცია, რომელიც პოლიციას დაურბევია. არ არსებობს. ერთ შემთხვევას ვერ დამისახელებთ. რამდენი დღეა არის... ასე ვთქვათ, რამდენი შეკრება ყოფილა, როცა მშვიდობიანი იყო აქცია, არასოდეს არ მომხდარა [დარბევა], პირიქით, როგორ ეპყრობა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, ჩვენი პოლიციელები მოქალაქეების. ვერცერთ ფაქტს ვერ დამისახელებთ.
მე ჯერ კიდევ 2007 წლის მოვლენები მახსოვს, როდესაც აქციები მიმდინარეობდა, ისეთი პასუხისმგებლობით იყვნენ მოქალაქეები განმსჭვალული, რომ ერთი ფოთოლი არ ჩამოცვენილა, არავის არ გაუბედავს, რომ რაიმე დაემტვრია ან დაენგრია.





