3 ოქტომბერს, უკრაინაში, დონეცკის ოლქში, დრუჟოვკასთან ახლოს, რუსული დრონების იერიშის შედეგად, ფრანგი ფოტოჟურნალისტი ანტონი ლალიკანი დაიღუპა.
ინფორმაციას უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე სერგეი ტომილენკო ავრცელებს.
გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაიჭრა Kyiv Independent-ის ჟურნალისტი გეორგი ივანჩენკოვი, რომელიც ლალიკანთან ერთად მუშაობდა.
ტომილენკოს თქმით, ჟურნალისტები მედიის ოფიცრის დაკვირვების ქვეშ, სრული დამცავი აღჭურვილობით მუშაობდნენ.
დაღუპული ჟურნალისტი მრავალ გამოცემასთან, მათ შორის Le Monde-თან და Der Spiegel-თან თანამშრომლობდა.
ლალიკანის გარდაცვალებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი:
"გულწრფელად ვუსამძიმრებ მის ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და ყველა მის კოლეგას, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ომის რეალობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან".





