მერაბ დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კორი სენდჰეგენი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ტიტული მესამედ დაიცვა.
ქართველ მებრძოლს ჯამში უკვე 21 და ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს.
დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, ამერიკელი მეტოქე, შონ ო'მალი 88 ივნისს დაამარცხა და UFC-ის ქამარი მეორედ დაიცვა.
ჩემპიონის ქამარი დვალიშვილმა პირველად 2024 წლის 14 სექტემბერს, იმ დროს მოქმედი ჩემპიონის, შონ ო'მალის დამარცხებით მოიპოვა - მანამდე დვალიშვილმა UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.





