მერაბ დვალიშვილი

დვალიშვილი: მიყევით თქვენს ოცნებებს, იმუშავეთ მათზე - მე თუ შევძელი, თქვენც შეძლებთ!

რა კარგი მომენტია - ბატონი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღევანდელ ბრძოლას ესწრება. 

ყველა მიყვარხართ, დიდი მადლობა!

პირველ რიგში, დანა უაითს!

დიდი მადლობა მადლობა ამ კომპანიის შექმნისთვის. 

საუკეთესო საქმეს ვაკეთებ მთელს მსოფლიოში.

ვვარჯიშობ, ჯანსაღად ვიკვებები და საუკეთესო ვარ, მსოფლიოს ჩემპიონი ვარ.

არაფრიდან მოვდივარ - ძალიან მადლიერი ვარ, რომ ბევრი ახალი თაობის წარმომადგენლისთვის ინსპირაცია ვარ, რომ ვაჩვენებ მათ ჩემს მაგალითს.

არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ იქამდე, სანამ იცი, სადაც მიდიხარ და გაქვს შენი მიზანი. 

მეგობრებო, გთხოვთ - გჯეროდეთ თქვენი ოცნებების, მიყევით, იმუშავეთ მათზე და ყველაფერი შესაძლებელი გახდება.

მე თუ შევძელი, თქვენც შეძლებთ.

თქვა ქართველმა UFC-ის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვლიმა სატიტულო ქამრის მეორედ დაცვის შემდეგ.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, ამერიკელი მეტოქე, შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის ქამარი მეორედ დაიცვა

კომენტარები