მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი ბრძოლაში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, ამერიკელი მეტოქე, შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის ქამარი მეორედ დაიცვა. 

ქართველს მებრძოლს ჯამში უკვე 20 გამარჯვება აქვს.

ჩემპიონის ქამარი დვალიშვილმა პირველად 2024 წლის 14 სექტემბერს, იმ დროს მოქმედი ჩემპიონის, შონ ო'მალის დამარცხებით მოიპოვა - მანამდე დვალიშვილმა UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

კომენტარები