ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 4 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 71.5% მიიღო, ხოლო პარტიების, ლელოსა და გახარია საქართველოსთვის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ - 12.46%.
ცესკოს წინასწარი შედეგებით, მესამე ადგილი გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დაიკავა ხმების 7.528%-ით, მის შემდეგ კი კონსერვატორების კანდიდატი, ზურაბ მახარაძეა, რომელმაც ხმების ხმების 4.121% მოიპოვა.
როგორც ცესკო აცხადებს, დათვლილია ხმების 97.945%.





