თვითმმართველობა 2025

გახარია: დღეს ხალხში ცვლილებებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანზე

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვ და მოვუწოდებ, 4 ოქტომბერი არჩევნების დღეა და ნუ ენდობით და არ მოუსმინოთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც, ბოლო წლების განმავლობაში, ეს რაღაც რადიკალური მოძრაობები ძალიან ბევრჯერ დაუწყიათ და მერე გამქრალან, გაპარულან და ხალხი და პოლიცია შეუტოვებიათ ერთმანეთის პირისპირ [...] დღეს ხალხში ცვლილებებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიან ცვლილებებზე - არამშვიდობიან ცვლილებებზე ასეთი მოთხოვნა არაა [...] დღეს მარტივი ნაბიჯებით მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია ხდება - მაგალითად, ამ აქციის მაინცდამაინც არჩევნების დღეს დამთხვევა, შემდგომ, ამ აქციის ტრანსფორმაცია დამხობის მოწოდებებში, მშვიდობიანი, არამშვიდობიანი, მნიშვნელობა არ აქვს. და ამ ყველაფერს ერთად ეს რაღაც ბოიკოტის მოძრაობაც ემატება [...]

მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში ოპოზიციამ ერთად 290 000 ხმა მიიღო, ქართულმა ოცნებამ კი - 260 000, ერთი გონივრული არგუმენტით მაინც ამიხსენით, რატომ არ იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას? რომელიც 1 წლის უკან მოვიგეთ [...] თბილისში ოპოზიციამ ოცნებას 30 000 ხმით აჯობა და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამის გამოყენებაზე უარი თქვა. 

თქვა გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში ჩართვის დროს.

კომენტარები