განზრახ მკვლელობა

მეუღლეს დანით ჭრილობა მიაყენა, ქალი გარდაიცვალა - პროკურატურამ 1 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკველობისთვის 1951 წელს დაბადებულ ა.დ-ს ბრალი წარუდგინა.

ცნობისთვის, 1-ელ ოქტომბერს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ა.დ შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ" და "კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

დანაშაული სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში, ბრალდებულმა, დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები