ზვიად კუპრავას საქმე

ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს და თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

წინასასამართლო სხდომა 19 ნოემბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ზვიად კუპრავა პირველ ოქტომბერს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმე 30 სექტემბერის ვიდეომიმართვას ეხება.

კუპრავას ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას და დაკავებისას სუს-ის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. სსკ-ს 317-ე მუხლი (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 353-ე მუხლი (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) ჯარიმას, შინაპატიმრობას ანდა ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები