რუსეთი

პასუხი არ დააყოვნებს - პუტინი ევროპას მილიტარიზაციის შემთხვევაში ემუქრება

ვლადიმირ პუტინი ვალდაის კონფერენციაზე, 2025 წლის 2 ოქტომბერი.  
Григорий Сысоев/РИА «Новости»

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ევროპას მილიტარიზაციის შემთხვევაში პასუხით ემუქრება. ამის შესახებ მან ვალდაის სადისკუსიო კლუბის სხდომაზე ისაუბრა.

"ყურადღებით ვაკვირდებით ევროპის მილიტარიზაციის გაძლიერებას. ეს ან სიტყვებია, ან დროა მივიღოთ საპასუხო ზომები. გვესმის, რომ, მაგალითად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამბობს, რომ გერმანიის არმია ევროპაში კვლავ ყველაზე ძლიერი უნდა იყოს. კეთილი, ამას ყურადღებით ვუსმენთ, ვუყურებთ, რას გულისხმობენ. ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთის საპასუხო ზომები არ დააყოვნებს." - თქვა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, პასუხი "დამაჯერებელი" იქნება. ის ასევე ირწმუნება, რომ რუსეთს სამხედრო დაპირისპირება თავად არასდროს დაუწყია.

"საფრთხეზე პასუხი ძალიან დამაჯერებელი იქნება, სწორედ პასუხი. ჩვენ თავად არასდროს გამოგვიჩენია სამხედრო დაპირისპირების ინიციატივა, ეს უაზრობაა, არაა საჭირო და უბრალოდ აბსურდულია, ის გვაშორებს რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებს და საზოგადოება, ადრე თუ გვიან, მოჰკითხავს საკუთარ ხელისუფლებებს იმისთვის, რომ მათი იმედები, მისწრაფებები და საჭიროებები მათი ქვეყნების ელიტების მიერ იგნორირებულია." - თქვა პუტინმა.

კომენტარები