ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, თბილისს არაფერი უხდება ისე, როგორც გამწვანება, როგორც პარკები, როგორც სკვერები.
ერთადერთი, აღნიშნულ პარკში რაც გვაქვს დარჩენილი, რაზეც მიმდინარეობს სამუშაოები, ეს არის ჭადრაკის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ესეც ძალიან მალე დამთავრებული იქნება და კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა შეემატება დედაქალაქს რეაბილიტირებული, განახლებული და მოწესრიგებული.
გილოცავთ დღევანდელ დღეს, მე ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ჩვენს ქალაქს დაუბრუნდა ვერის პარკი უკვე განახლებული და ყველანაირად მოწესრიგებული. პირობას გაძლევთ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში გავაგრძელებთ შრომას, მუშაობას, რომ ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო მომხიბვლელი გავხადოთ, კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული საცხოვრებლად.





