კრიმინალი

ჩაქვში სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს – გამოძიება სუიციდის ვერსიაზე მუშაობს

ჩაქვში სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება სუიციდის ვერსიაზე მუშაობს, ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედია აჭარა თაიმსმა გაავრცელა

მათივე ინფორმაციით, ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ნატყვიარები ჰქონდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებას დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი - სუიციდის ვერსია არსებობს. უწყების ცნობით, "ამას ადასტურებს მოპოვებული სხვადასხვა სახის მტკიცებულებები".

სუს ამბობს, რომ დამატებით დეტალებზე საუბრისგან "გამოძიების და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე" თავს იკავებენ.

კომენტარები