საქართველო-დანია

EPC-ის შეხვედრაზე საქართველოს მიწვევა მხოლოდ დადგენილი ფორმატით მოხდა – დანიის საგარეო

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2 ოქტომბერს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხად აცხადებს, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. 

უწყების განცხადებით, დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის დადგენილ ფორმატს, შესაბამისად საქართველოს მოწვევა მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა. 

"ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო.

დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს კოპენჰაგენში გაიმართება. მათივე ცნობით კობახიძე დანიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი არიან. 

კომენტარები