წავიკითხე ტრამპის უკანასკნელი განცხადება, სადაც ამტკიცებს, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის დამარცხება, რადგან რუსეთი აღმოჩნდა "ქაღალდის ვეფხვი" ყველა იმ სხვა ეპითეტთან ერთად, რაც მან ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა. სამწუხაროდ, არ შემიძლია არ დავეთანხმო რიგ საკითხებზე. მართლაც, მოხერხება უნდა, სამნახევარი წელი ებრძოლო ქვეყანას, რომელიც ყველას ეგონა რომ სამ დღეში, ან სამ კვირაში მაინც დაეცემოდა. განსაკუთრებით მოულოდნელია ქვეყნისგან, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, ასეთი ხანგრძლივი სამხედრო ისტორია, სამხედრო ტრადიცია და დიდი ჯარი. [...] ჯამში, ჩემი შეფასებით სიტუაცია უკიდურესად მძიმეა და მუდმივად უარესდება. სამწუხაროდ, უკრაინასთან სწრაფი გამარჯვების პერსპექტივას ვერ ვხედავ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
გირკინი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომში სწრაფი გამარჯვების პერსპექტივას ვერ ვხედავ
tbl.ge/7bom
დაკოპირდა

პატიმრობაში მყოფ რუსი ულტრანაციონალისტისა და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრის, იგორ გირკინის (სტრელკოვი) ცოლი მის Telegram არხზე გირკინის კომენტარს აქვეყნებს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
- Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
- პუტინის მტკიცებით, მალე ოკუპირებული ყირიმის საწვავით უსაფრთხო მომარაგებას შეძლებენ
- ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
- უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში




