30 სექტემბერს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით სუმის ოლქზე იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხსულიანი ოჯახი. მაშველებმა ნანგრევებში 35 წლის კაცის, მისი 26 წლის ცოლის, მათი 4 და 6 წლის შვილების სხეულები იპოვეს.
შემთხვევა სოფელ ჩერნეტჩინაში, რუსეთის საზღვრიდან 17 კილომეტრში მოხდა.
რუსეთს დაბომბვის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.





