ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 28 სექტემბერს, დილის საათებში, აშშ-ს მიჩიგანის შტატის "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში" შეიარაღებულმა თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
NBC-ის ცნობით, თავდამსხმელი 40 წლის მამაკაცია, რომელიც ეკლესიის წინა კარში სატვირთო მანქანით შევარდა და საკვირაო მსახურებაზე მყოფების მიმართულებით შაშხანიდან ცეცხლის გახსნა.
პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად 10 ადამიანია დაჭრილი. მათგან ერთი გარდაიცვალა, რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია, დანარჩენები კი სტაბილურად არიან. მედიაში გავრცელებული ცნობებით, მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
Fox2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ გადაუდებელი დახმარების სატვირთოებით მობილიზებულ ქუჩაზე კვამლი დგას. წყაროები ამბობენ, რომ თავდამსხმელმა შესაძლოა, ეკლესიას ცეცხლი წაუკიდა. განცხადებაში ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
როგორც მოგვიანებით პოლიციამ განმარტა, მსროლელი ლიკვიდირებულია და საზოგადოებას ამ დროისათვის საფრთხე აღარ ემუქრება.





