ვფიქრობ, რომ სანქცირება არ იქნება. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არცერთი ადამიანი, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ვინც რამეს აკეთებს ან ბიზნესში, ან პოლიტიკაში არ უნდა დასანქცირდეს. იმიტომ, რომ ეს არ არის კარგი, ზოგადად, არც ქვეყნისთვის და არც ქვეყანაში მოქმედი ბიზნესისთვის.
მე რამდენადაც ვხედავ და მაქვს ინფორმაცია, დასანქცირების საკითხი არ დგას. ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომ მგონი არავინ დასანქცირდება. ბიძინა ივანიშვილის გადადგმულ ნაბიჯებზე ჩვენ ახლა, ამ წუთას არ ვსაუბრობთ. ნებისმიერი ადამიანის დასანქცირება, ვინ ქვეყანაში რაღაცას აკეთებს, არის ძალიან ცუდი.





