კათოლიკე ეკლესია საქართველოში

ნიკეის კრების 1700 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს კათოლიკე ეკლესია ღონისძიებებს გეგმავს

კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ნიკეის კრების 1700 წლისთავის აღსანიშნავად, კათოლიკე ეკლესია საქართველოში სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორ ღონისძიებას გეგმავს:

  • 30 სექტემბერს, 19:00სთ-ზე, ა. გრიბოედოვის ქ. 10, თბილისის კონსერვატორიის დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო და თბილისის სამების საკათედრო ტაძრის პოლიფონიური გუნდები;
  • 1–ელ ოქტომბერს, "საბაუნის" უნივერსიტეტში გაიმართება ნიკეის კრებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების მეცნიერები. 

კომენტარები