რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთში ქალაქ ტუაფსეს პორტს საზღვაო დრონებით დაესხნენ თავს

ASTRA

რუსეთში ქალაქ ტუაფსეს პორტს საზღვაო დრონებით დაესხნენ თავს

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ავტომატის სროლის ხმა ისმის და საზღვაო დრონის შეჯახების შემდეგ პორტის ტერიტორიაზე კვამლი ჩანს. 

ტუაფსეს მუნიციპალური ოკრუგის ხელმძღვანელმა, სერგეი ბოიკომ შემჩნეული საზღვაო დრონების გამო ქალაქის მოსახლეობის გამაფრთხილებელი განცხადებები გაავრცელა, მოგვიანებით კი დაწერა, რომ საფრთხე განეიტრალებულია.

უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

ცნობისთვის, ტუაფსეს პორტი რუსეთისთვის შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პორტში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობბაზა მდებარეობს და მასზე უკრაინას იერიში აქამდე რამდენჯერმე მიუტანია. 

კომენტარები