მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე გააძევა. შსს-ს ცნობით, "ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად", ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, რუსეთის, პაკისტანის, თურქეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ნიგერიისა და ტაილანდის - ჯამში 20 მოქალაქე.
"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება" - აცხადებს შსს.





