რუსეთი

აშშ-მ რუსეთის დუმის საგარეო კომიტეტის თავჯდომარეს UN-ის ასამბლეაზე დასასწრებლად ვიზა არ მისცა

ლეონიდ სლუცკი

ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, ლეონიდ სლუცკის აშშ-მ ვიზა არ მისცა.

სლუცკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ერთადერთი წევრია, რომელმაც ვიზა ვერ მიიღო. რუსი დეპუტატის თქმით, უკვე მესამე წელია რაც მას აშშ ვიზის მიცემაზე უარს ეუბნება. 

სლუცკიმ აშშ-ს ადმინისტრაციაც გააკრიტიკა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ჯო ბაიდენი აღარ მართავს, სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ იგივე პრინციპით აგრძელებს მუშაობას. 

კომენტარები