თბილისის მერია

კალაძე: აღმშენებლობა და განვითარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც მშვიდობას მოაქვს

ჩვენთვის დედაქალაქში ყველა მიმართულება პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, თუნდაც სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკის, განათლების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს და ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოაგვაროს, არის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო.

ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს - გამზირებისა და ქუჩების მოწყობა-რეაბილიტაციას. აუცილებლად გავაგრძელებთ ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას. ისევ დიდ ყურადღებას დავუთმობთ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომ ხელი შევუწყოთ ყველა იმ ოჯახს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი პროექტები, სარაგბო, საფეხბურთო მოედნების მოწყობა და ა.შ. აღმშენებლობა და განვითარება შეუქცევადი პროცესია. ცხადია, ეს ყველაფერი მშვიდობას მოაქვს და შემდეგ უკვე ყველაფერი შესაძლებელი იქნება.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები