თეთრი სახლი: ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 23 სექტემბერს შეხვდებიან. შეხვედრა აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასამბლეაზე მრავალი ორმხრივი შეხვედრა შედგება, მათ შორის, ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად შეხვდებიან ასევე უკრაინისა და აშშ-ს პირველი ლედები, ოლენა ზელენსკა და მელანია ტრამპი.

"ბიზნესი, ტექნოლოგია, თავდაცვა, შეთანხმება მინერალებზე. ამას დიდი ეკონომიკური შეხვედრა მოიცავს. ასევე შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან. ამასთან, დიდი ალბათობით, [შედგება] უკრაინისა და აშშ-ს პირველი ლედების შეხვედრა ჰუმანიტარულ საკითხთან, ბავშვებთან დაკავშირებით". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკის ტქმით, ენდომებოდა, რომ ტრამპთან შეხვედრის დროს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შესაბამის გზავნილებს მიიღებს. 

"ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებისთვის საფუძველი მოვამზადეთ, რომლის მხარდასაჭერად ევროპა მზად არის იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ც ახლოს იქნება. მრავალი დისკუსია გავმართეთ, იყო დიალოგი სხვადასხვა დონეზე, მათ შორის, ჩვენი არმიებისა და გენშტაბების ხელმძღვანელობის [დონეზე] ევროპელებთან, ამერიკელებთან. შედგა შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის და ნათქვამია, რომ შესაბამის საკითხებს ნიუ-იორკში ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე განვიხილავთ". - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ტრამპი ევროპის მხრიდან გადამწყვეტ ნაბიჯებს მოელის.

"ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ, რომ მთლიანმა ევროპამ დააწესოს სანქციები, გააძლიეროს სატარიფო პოლიტიკა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთისგან ენერგორესურსებს ყიდულობენ, თუმცა ამ ყველაფრის დაჩქარება ეს პუტინზე ზეწოლას შეაფერხებს. პუტინთან შეხვედრისთვის მზად ვართ. ამაზე მილაპარაკია. [მზად ვართ] როგორც ორმხრივი, ისევე სამმხრივისთვის. ის (რედ. - პუტინი) არ არის მზად". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები