უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამი რუსული Mi-8 ტიპის ვერტმფრენი და სარადარო სისტემა გაანადგურეს.
"წარმატებული საბრძოლო ოპერაციების შედეგად დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსი დამპყრობლების საჰაერო ფლოტის ზომა კიდევ შემცირდა," დაწერა სააგენტომ ტელეგრამზე.
ГУР-მა საკუთარ ტელეგრამ არხზე უკრაინული ძალების ოპერაციის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა:





