ავტოსაგზაო შემთხვევა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პირი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პირი ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 6-დან 9 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით  ვადით  სამ წლამდე.

 

კომენტარები