ამინდის პროგნოზი

112 მოსახლეობას დასავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებაზე აფრთხილებს

112-ის ცნობით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. 

"მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ". - ნათქვამია 112-ის შეტყობინებაში.

გარემოს სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

კომენტარები