18 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე 700 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იბრძვის.
"ფრონტის ხაზზე 700 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება" - თქვა მან სახელმწიფო დუმაში პოლიტიკური პარტიების ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრისას.
პუტინის თქმით, სწორედ მათ შორის უნდა შეირჩნენ ის ადამიანები, ვისაც სახელმწიფო უწყებებში მუშაობა სურს.
პუტინმა აღნიშნა, რომ ყველა მებრძოლს არ სურს საკუთარი თავი საჯარო სამსახურში დაინახოს და ზოგიერთი მებრძოლი ძალიან შემოქმედებითი ადამიანია და ფიქრობს კულტურის სფეროში მუშაობაზე, თეატრალურ უნივერსიტეტებში სწავლაზე.
"ჩვენ ხელისუფლებაში ხალხი არა გენდერული ან პროფესიული ნიშნით უნდა მოვიზიდოთ, არამედ პირადი და საქმიანი თვისებების მიხედვით. ცხადია, ერთი ასპექტი - სამშობლოსადმი ერთგულება, მზადყოფნა, მისთვის სიცოცხლის გაღების - უკვე არსებობს" - თქვა პუტინმა.




