პროკურატურა ზურაბ ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს - უწყებამ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზვიადაურს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (.38 Special ) კალიბრის "WEBLEY SCOTT LTD" კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ექვსი ქარხნული წესით დამზადებულ, 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ზურაბ ზვიადაური 16 სექტემბერს დააკავეს.





