ბელარუსი

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთმა და ბელარუსმა ბირთვული იარაღის გაშვების რეპეტიცია გაიარეს

Sputnik/Vladimir Astapkovich/Kremlin via REUTERS

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი და ბელარუსი ერთობლივი სამხედრო წვრთნებისას ბელარუსში განლაგებული რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გაშვების რეპეტიციასაც გადიან.

ამასთან, სამთავრობო მედიის ცნობით, "ზაპად-2025-ის" წვრთნების დროს გამოიყენეს საშუალო რადიუსის რუსული ბალისტიკურ რაკეტაც, რომელიც კრემლმა წინა წელს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოცადა. 

ბელარუსის სამთავრობო მედია BelTA ციტირებს ლუკაშენკოს, რომელმაც თქვა, რომ  “ზაპად-2025-ის” ფარგლებში ტაქტიკური რუსული ბირთვული იარაღის გამოყენება ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო. 

“ჩვენ ყველაფერს ვიყენებთ პრაქტიკებში, მათ [დასავლეთმა] ეს იციან, ჩვენ არაფერს ვმალავთ…” - განაცხადა ლუკაშენკომ და დაამატა, რომ ისინი ამით არავის შეშინებას არ ცდილობენ. 

რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, სახელად “ზაპად-2025”, უკვე ხუთი დღეა მიმდინარეობს.

კომენტარები