EMMY

STUDIO-ს და ADOLESCENCE-ის ტრიუმფი, SEVERANCE-ის წარუმატებლობა – EMMY 2025-ის შედეგები

2025 წლის ემის დაჯილდოების ტრიუმფატორები The Studio და Adolescence გახდნენ.

სერიალმა The Studio-მ 13 ჯილდო მიიღო და გახდა ერთი სეზონში ყველაზე მეტი ემის მფლობელი კომედიური სერიალი. აქამდე რეკორდი სერიალ The Bear-ს ეკუთვნოდა, რომელმაც გასულ წელს 11 ჯილდო მიიღო.

საუკეთესო მინისერიალად Adolescence დასახელდა. ბრიტანულმა დრამამ 6 კატეგორიაში გაიმარჯვა, ჯილდო მიიღო სერიალის 15 წლის ვარსკვლავმა ოუენ კუპერმაც. 

არ გაუმართლა Severance-ს, რომელიც 17 ნომინაციით დაჯილდოების ლიდერად მოიაზრებოდა, თუმცა მხოლოდ ორი ჯილდოს მოპოვება შეძლო.

საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიის გამარჯვებული The Pitt გახდა.

ემის დაჯილდოების გამარჯვებულები მთავარ კატეგორიაში არიან:

  • საუკეთესო დრამატული სერიალი – The Pitt;
  • საუკეთესო კომედიური სერიალი – The Studio;
  • საუკეთესო მინისერიალი – Adolescence;
  • საუკეთესო დრამატული მსახიობი კაცი – ნოა უაილი (The Pitt);
  • საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალი – ბრიტ ლოუერი (Severance);
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი დრამატული როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი – ტრამელ ტილმანი (Severance);
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი დრამატული როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი – კეტრინ ლანასა (The Pitt);
  • საუკეთესო კომედიური მსახიობი კაცი – სეტ როგენი (The Studio);
  • საუკეთესო კომედიური მსახიობი ქალი – ჯინ სმარტი (Hacks);
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი კომედიური როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი – ჯეფ ჰილერი (Somebody Somewhere);
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი კომედიური როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი – ჰანა ეინბაინდერი (Hacks);
  • საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში – სტივენ გრემი (Adolescence); 
  • საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში – კრისტინ მილიოტი (The Penguin);
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი მინისერიალში – ოუენ კუპერი (Adolescence);
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მინისერიალში – ერინ დოერტი (Adolescence);

2025 წლის ემის გამარჯვებულების სრულ სიას გაეცანით ამ ბმულზე. 

კომენტარები